24 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ძალადობა კანონის სახელით" ჩვენება. ფილმი ეხება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. ჩვენებას დაესწრებიან დაზარალებული მოქალაქეები და მათი ადვოკატები.
მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. #11ა, 0 სართული