სამცხე-ჯავახეთი. 20 მაისიდან 23 მაისამდე ბორჯომში, კერძოდ ლიკანში, პროექტ „PITA”-ში ჩართული ახალგაზრდებისათვის გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი ეთნიკური ტოლერანტობის თემაზე.
„სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა 20 ახალგაზრდა მონაწილე გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც ორ სხვადასხვა ეთნიკურ კულტურას (ქართულ და სომხურ) წარმოადგენენ.
შეხვედრის მიზანი იყო ტოლერანტობის მნიშვნელობის არსის გაგება მრავალ ეთნიკურ საქართველოში და ორ ეთნიკურად განსხვავებული კულტურის ახალგაზრდების დამეგობრების ხელშეწყობა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში