თბილისი. 18 მაისს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს" შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
„საქართველოს სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმართავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს", აღმოფხვრას ა.ა.-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით," ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge