თბილისი. 24 მაისს, „პირველის" პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ" ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესები შეაფასა. ბაირახტარმა ქართულ საწვავის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიხედოს საფასო პოლიტიკა.
„მაშინ როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.47 ლარს აჭარბებდა, საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის საწვავის ღირებულება საშუალოდ 1.55 ლარს შეადგენდა. დღეს კი იგივე საწვავი 1.63-1.77 ლარამდე მერყეობს. ერთი დოლარის ღირებულება კი 2.14 ლარია. გამოდის, რომ ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს. შესაბამისად მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ ქართული საწვავის იმპორტიორების მხრიდან ფასების ზრდა ისევ ხელოვნურად ხდება. „აფბა" მოუწოდებს ქართველ ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს დაუყოვნებლივ გადახედონ საფასო პოლიტიკას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში