თბილისი. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი კავკასიოლოგიური
სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში აცხადებს ახალგაზრდების მიღებას. აღნიშნულის ფარგლებში
მსმენელბი გაეცნობიან და მიიღებენ განათლებას კავკასიის ხალხთა ისტორიის,
კულტურის, ეკონომიკის, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, პოლიტოლოგიის სფეროებში.
სტუდენტები ასევე მიიღებენ ობიექტურ ინფორმაციას კავკასიის რეგიონში მიმდინარე
საზოგადოებრივ– პოლლიტიკური პროცესების შესახებ.
აღნიშნული ხორციელდება
კავკასიური სახლის პროექტის – „კავკასია ჩვენი საერთო სახლია – პოლიტიკური სკოლა
მშვიდობიანი კავკასიისათვის" – ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს
ევროპული ფონდი HORIZON".
წყარო – ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში