კახეთი. 29 მაისი - 1ივნისი, სასტუმრო „ყვარლის ედემში" ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისათვის, მართავს ტრენინგს „გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქება კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში".
„ტრენინგის მიზანია, ტრადიციული და ახალი მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხების, კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისა და ადგილობრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის უშუალო მონაწილეებთან ჯანსაღი დისკუსიის უზრუნველყოფა იმ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რაც გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ტრენინგი ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ginsc.net