თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ლგბტ აქტივსტების დაკავების საქმეში პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოქცევის ფაქტებზე გენინსპექციას მიმართავს.
„კერძოდ, განცხადებაში, დაკავებული პირებისგან აღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე, EMC უთითებს დაკავების არამართლზომიერი გამოყენებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტებზე და შსს-ს გენერალურ ინსპექციას საქმის შესწავლასა და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge