თბილისი. 31 მაისს, ომბუდსმენმა საქართველოში მოქმედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა.
„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასაკმარისი დაფინანსება საბოლოო ჯამში იწვევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვალიფიციური პერსონალის სიმცირეს, სათანადო, თერაპიული გარემოს არარსებობას, მკურნალობის, მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაბალ ხარისხს, ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას და თემზე დაფუძნებული სერვისების ხელმიუწვდომლობას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge