გურია.ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების
ინიციატივით, ორგანიზაციის საპრეზენტაციო დარბაზში, სხვადასხვა კულტურისათვის
დამახასიათებელი კერძებისა და ხელნაკეთი, საახალწლო აქსესუარების საქველმოქმედო
გამოფენა – გაყიდვა გაიმართა.
აქციაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს ტრადიციული კერძები. აქსესუარებიდან გამოირჩეოდა ახალგაზრდების მიერ დამზადებული, საახალწლო
აპლიკაციებით გაფორმებული ბალიშები, მაგიდის საფრები და ნაძვის ხის სათამაშოები.
ღონისძიებაში
მონაწილეობა მიიღო ექვსი თემის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა.
აქციას
მხარი აქტიურად დაუჭირეს ნარუჯის, ლაითურისა და ნასაკირალის საჯარო სკოლებმა.
ღონისძიების
მიზანი ანასეულში არსებული ხანდაზმულთა სახლის ბინადრების დახმარება იყო,
შესაბამისად შემოსული თანხა მათ ანგარიშზე გადაირიცხება.