კახეთი. თელავში,
ცენტრალური ბიბლიოთეკის
დარბაზში, აშშ-ს საელჩოს
მიერ გამოცხადებული დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის
კონკურსის განხილვა
გაიმართა. პროგრამის
ადმინისტრირებას ახორციელებს
აშშ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება.
გრანტის
მაქსიმალური ოდენობა
24.000 აშშ დოლარს შეადგენს
და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს
არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. ბიბლიოთეკაში
გამართულ შეხვედრას
არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიასაშუალებების წარმომადგნლები ესწრებოდნენ. ამერიკის საელჩოს
საგრანტო პროგრამების
კოორდინატორის, სოფიო გეგეჭკორის თქმით, ,,ამერიკის საელჩოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება ყოველწლიურად
აცხადებს დემოკრატიის
განვითარების მცირე გრანტების პროგრამას,
რომლის პირობების
გასაცნობადაც თელავში
გავმართეთ შეხვედრა
ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. წლევანდელი პროგრამის
კონკურსის თემები არის სამოქალაქო
საზოგადოების გააქტიურება
და ჩართულობის
გაზრდა, საარჩევნო
პროცესების შესახებ
მოსახლეობის ინფორმირება,
მედია ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდობის ჩართულობა-გააქტიურება. ეს არის 4 ძირითადი თემა, რომლის ირგვლივაც
მივიღებთ განაცხადებს’’.