en
ge

IDFI - „გლობალური პარტნიორობა სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის” ფორუმზე

თბილისი. 19-24 მაისს, ვაშინგტონში, 2016 წლის პარტნიორთა გლობალური ფორუმი გაიმართა.
მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობები, კერძო სექტორი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. მთლიანობაში ფორუმმა 75 ქვეყანა მოიცვა. ღონისძიება მიეძღვნა თემას - „სოციალური ანგარიშვალდებულება განვითარებისთვის". ძირითადი აქცენტი გაკეთდა შემდეგ მიმართულებებზე: ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები; სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა სოციალური ანგარიშვალდებულების მიზნით: მოქალაქეთა ჩართულობიდან საჯარო მომსახურების თანაწარმოებამდე; ადაპტური მართვა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ფორუმზე წარმოადგენდა საბა ბუაძე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023