თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ეფექტიანობა".
„სამი უნივერსიტეტის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. „უფასო ფაკულტეტების" პროგრამის შედეგები მოზიდული სტუდენტების უნარების კუთხით წინააღმდეგობრივია. პროგრამამ შედეგად გამოიღო პროგრამაში მოხვედრილი სტუდენტების მუდმივი ზრდა, ასევე უნივერსიტეტების (განსაკუთრებით, ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან) მხრიდან პროგრამაში მოხვედრილი მიმართულებების დამატება, ასევე სტუდენტთა რიცხოვნობის გაზრდა. იმ პროგრამებზე სადაც პროგრამის დაწყებამდე ადგილების შევსების პრობლემა იყო არ შეინიშნება უფრო უანარიანი სტუდენტების მოზიდვის ტენდენცია, ზოგიერთ პროგრამაზე (მაგ. ქართული ფილოლოგია, მშენებლობა, ენერგეტიკა და ა.შ.) მართლაც აღინიშნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა იმ ფონზე როდესაც ამავე უნივერსიტეტებში საკონტროლო პროგრამებზეც იყო მოზიდული კონტიგენტის საშუალო უნარიანობის ზრდა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge