3 ივნისს, 16:00 – 21:00 საათამდე, სათემო განვითარების ცენტრი და კავკასიური სახლი - გეპატიჟებით ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ტექსტილის, თექის, მინანქრის ნაკეთობები, ასევე თაფლი და თაფლის პროდუქტები, ჩირი, ჩურჩხელა და სხვა ნუგბარი კახეთიდან.
მისამართი: თბილისი, კავკასიური სახლი, გ. ტაბიძის #20