კახეთი. თელავის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში შეხვედრა სახელწოდებით ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა”, ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სისხლის სამართლის
სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში" ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების მიზანს სისხლის
სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და დისკუსია წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში მომხსენებლებმა
საზოგადოებას სისხლის სამართლის კოდექსში არსებული დადებითი და უარყოფითი მხარეები
წარუდგინეს.
,,2009 წლიდან საქართველოს
ხელისუფლებამ გამოაცხადა შერბილებული მიდგომა სისხლის სამართლის სისტემაში. ჩვენთვის
საინტერესოა, მოვისმინოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აზრი იმის თაობაზე
თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი: რა სიახლეები დაინერგა, რა წარმატებები იქნა მიღწეული
და რა პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით’’, აცხადებს ცისანა ჭანტურია, საზოგადოებრივი
ორგანიზაციის ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის” დირექტორი.