en
ge

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამა მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გორში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებდა შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამას. იგი შეიქმნა განვითარების სექტორში არსებული უახლესი მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავდა რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ხუთ ტრენინგ-მოდულს: სისტემური ცვლილება; ინდიკატორების შემუშავება; პროექტის ციკლის მართვა; მონიტორინგი და შეფასება; მონაწილეობითი ფასილიტაცია. ორმოცდასამმა მონაწილემ პროგრამა წარმატებით დაასრულა და მიიღო სერტიფიკატი.
შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა წიგნი „სოციალური ცვლილების მართვა", რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ჩართული აქტორებისთვის, მათთვის ვისაც სურს მდგრადი სოციალური ცვლილების განხორციელება. სახელმძღვანელო აგებულია თანამედროვე საერთაშორისო ტენდენციებზე დაყრდნობით და მასში აღწერილია როგორი უნდა იყოს გავლენაზე ორიენტირებული ინტერვენცია და როგორ უნდა მივაღწიოთ სისტემურ ცვლილებას, დეტალურად არის მიმოხილული მონაწილეობითი ინსტრუმენტები და პროექტის მართვისთვის საჭირო დოკუმენტები. წიგნი „სოციალური ცვლილების მართვა", რომლის ავტორია ეველინ შპაიხ-ბაერი, შექმნილი და გამოცემულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, GIZ-ისა და BFTW-ის მხარდაჭერით.
25, 30 და 31 მაისს (გორში, ქუთაისში და ბათუმში) გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნები.
„შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამა შემუშავებულია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის -ეველინ შპაიხ-ბაერის ხელმძღვანელობით და აგებულია თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების საფუძველზე. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „Bread for the World".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)