თბილისი. 4 მაისს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან ომბუდსმენს ეცნობა, რომ მის რეკომენდაციაში მითითებული უფლების დარღვევა აღმოფხვრილია.
„პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს, მათ შორის, კ.ყ.-ს, საშუალება აქვთ ჩაერთონ „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე" სახელმწიფო პროგრამაში. სამინისტროს წერილის თანახმად, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების მე-2 მუხლით,” ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge