en
ge

კოალიცია კანონპროექტებზე ვეტოს დადებას ეხმაურება

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო ცვლილებებზე შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოში გამოთქმული შენიშვნების ასახვის შემთხვევაშიც კი, ნარჩუნდება მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რაც არსებითად აზიანებს კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებას და საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციების, ექსპერტების, ვენეციის კომისიის დასკვნების მიუხედავად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ უზრუნველყვეს აღნიშნული რისკების განეიტრალება.
აქედან გამომდინარე, კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლის შემთხვევაში, კოალიცია გეგმავს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა თავად სასამართლომ შეაფასოს შეესაბამება თუ არა ახალი რეგულაციები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებს," ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)