თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა.
„გამოკითხვის შედეგების ანალიზიდან ნათელია: „2016 წელს მოსახლეობის წილი ვინც თავს უმუშევრად თვლის, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა; დასაქმებულებიდან 31 - არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში; მოსახლეობის დაახლოებით 75%-ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარს არ აჭარბებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge