თბილისი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020"-თან საქართველოს ასოცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამა „ჰორიზონტი 2020"- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში