თბილისი. 3 ივნისს, ომბუდსმენს მთავრობის ადმინისტრაციიდან შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა ეთანხმება ომბუდსმენის რეკომენდაციას გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. განათლების სამინისტრო კი მუშაობს „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების დახვეწაზე.
„სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, იგეგმება ყველა სტუდენტი, გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლებით საკანონმდებლო დონეზე იყოს უზრუნველყოფილი. მუშაობის დასრულების შემდგომ სამინისტრო კანონპროექტს განსახილველად საქართველოს მთავრობას წარუდგენს," ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge