თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ რუსთავის მერია კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას ხელოვნურად აფერხებს.
„2013 წლიდან კათოლიკური ეკლესია ცდილობს, ქ. რუსთავში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიიღოს კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის უფლება
ამ პერიოდის განმავლობაში, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია კათოლიკური ეკლესიისთვის ხელოვნური ბარიერებით, სწორი სამართლებრივი შეფასებების გარეშე, ცდილობს ხელი შეუშალოს რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას და ამ გზით ლოიალობა გამოავლინოს იმ რადიკალი რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge