en
ge

„საარჩევნო სისტემის რეფორმის მცდელობა კვლავ წარუმატებლად დასრულდა“

თბილისი. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის" მოდიფიცირებული ვერსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ გამართული კონსულტაციებისას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაეჭირათ ე.წ. „გერმანული მოდელის" მიღებისთვის. ამის მიუხედავად, 1 ივნისს ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვისას ჩავარდა. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატები ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას. ამ ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვუწოდეთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ წარდგენილი პროექტის განხილვას და მხარი დაეჭირათ მისი მიღებისთვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)