en
ge

პროფკავშირები ბრუნდება

იმერეთი. 15 იანვარს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების თავისუფალმა პროფკავშირმა" შეხვედრა გამართა.
ძირითადად საუბარი იყო ორგანიზაციის რეაბილიტაციასა და სამომავლო გეგემებზე, ასევე განიხილეს პროფკავშირის არსი და დანიშნულება, დემოკრატიული გაერთიანების სტრუქტურა და მართვა.
„დავიწყეთ სტრუქტურული ერთეულების აღორძინება ქალაქებში, რეგიონებში. გვაქვს ახალი ხედვები. ვიწყებთ პედაგოგების მოზიდვას. უკვე გვყავს აქტიური წევრები. ჩვენ გვინდა მათ გავაცნოთ ის ინიციატივები, რომელიც ახალ ხელისუფლებასთან დავაყენეთ, რათა გაუმჯობესდეს პედაგოგთა უფლებები, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უხეშად ირღვეოდა", განაცხადა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის" პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია 2010 წელს შეაჩერა საქმიანობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)