თბილისი. ასოციაციამ „ლგბტ საქართველომ" 15 იანვარს განცხადება გაავრცელა,
რომელიც 14 იანვარს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალებს ეხება. ორგანიზაცია
შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული კადრების გადაღების და შემდგომში გავრცელების
შესახებ. „ვიდეო მასალის მიხედვით ნათლად ჩანს რომ ირღვევა ადამიანის კონსტიტუციით
მინიჭებული და გარანტირებული ფუნდამენტური უფდება, პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის შესახებ", – ნათქვამია განცადებაში.
აღნიშნული განცხადებით
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, სახალხო დამცველს,
გენერალურ პროკურორს.
წყარო: lgbt.ge