en
ge

ფემინისტური ტური...

თბილისი. ფემინისტური ტური – ასე ჰქვია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ახალ ინიციატივას. იგი მოიცავს სტატიებსა და ვიდეოებს – 4 ისტორიულ ადგილს თბილისში, რომლებიც ქალთა წვლილს ასახავს ქვეყნის განვითარებაში.
საჯარო სივრცეები - ქუჩები, სკვერები თუ სხვადასხვა შენობები - ინახავს და გადმოსცემს იმ მეხსიერებას, რომელიც ქალაქის ისტორიას ქმნის. თბილისში, როგორც მსოფლიო ქალაქების უმეტესობაში, ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქალების სახელს ატარებს. ეს კი ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებაში ქალების მიერ შეტანილი წვლილის დავიწყებას და მათი მიღწევების წაშლას კოლექტიური მეხსიერებიდან. ის, თუ ვინ შედის ისტორიის აღიარებულ ვერსიაში - ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და დავაფასოთ ქალები, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის.
ფემინისტური ტურის ძალიან მოკლე ვერსია, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინციატივით 2016 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა, წარმოგიდგენთ 4 ისტორიულ ადგილს თბილისში: მწერალთა სახლს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემორიალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების შენობასა და მხატვარ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს. იმას, თუ როგორ უკავშირდება ქალების ისტორია ამ ადგილებს, ტურის შესახებ დაწერილი სტატიებითა და ვიდეოთი შეიტყობთ.
სრულად...
წყარო: feminism-boell.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023