თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვიდეომასალების გავრცელების
ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, „...სახელმწიფოს მიერ კონკრეტული
პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის ჩაწერა, შეგროვება და შენახვა, რომელიც
არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, აშკარად გაუმართლებელი და დანაშაულის ნიშნების
შემცველი ქმედებაა... გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
მსგავს ქმედებებს
მასობრივი ხასიათი
ჰქონდა და
სავარაუდოდ ხდებოდა
მაღალი თანამდებობის პირის ორგანიზებით".
საიას მიაჩნია,
რომ სახელმწიფოს მხრიდან ვიდეო
მასალის ამ
ფორმით გავრცელება, პირადი ცხოვრების
დაცვისთვის აუცილებელი წინდახედულობის მოთხოვნის
დარღვევაა, რაც
წინააღმდეგობაში მოდის
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ
სტანდარტებთან.
საიას მოუწოდებს
მედია საშუალებებს შეაჩერონ აღნიშნული
ვიდეო მასალის
გავრცელება და
მომავალში არ
დაუშვან მსგავსი
ფორმით პირადი
ცხოვრების ამსახველი
ვიდეო მასალის
გავრცელება საზოგადოებაში. ამასთან, საია მოუწოდებს გამოძიებას მომავალში განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდოს
იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც შესაძლოა
პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის ან
სხვა უფლების
დარღვევას იწვევდეს.