თბილისი. 14 ივნისს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
„შეთანხმების საფუძველზე მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის და თანხმდებიან, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკვლევრების, სამეცნიერო-შემოქმედებითი და სხვა სახის აქტივობების წახალისება და ხელშეწყობა...," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: rustaveli.org.ge