en
ge

რიყეთის თემში აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება „ამაგ-ი“ ჩამოყალიბდა

აჭარა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში ახორციელებს პროექტს „სოფლის განვითარების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა". პროექტის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის" მიერ შემოთავაზებული - სოფლის აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების ჩამოყალიბების, სოფლის განვითარების სტრატეგიების ფორმირების, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მეთოდოლოგიის აპრობაცია. პროექტის ფარგლებში „ინტელექტმა" ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, ე.წ „ამაგ-ი", აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივ გაერთიანება, რომელსაც მინიჭებული აქვს არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი და დამოუკიდებლად ეწევა საქმიანობას სოფლის განვითარების პოტენციალის გამოვლენის, საჭიროებების შესწავლისა და განვითარების სტრატეგიების ფორმირება-განხორციელების მიმართულებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)