en
ge

დოკუმენტური ფილმის ჩვენება ამერიკულ კუთხეში

აჭარა. 14 ივნისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მდებარე ამერიკულ კუთხეში, ამერიკის დროშის დღესთან დაკავშირებით მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ბილლ მაკელროიმ დაინტერესებულ მოქალაქეებს ამერიკის დროშის შესახებ დოკუმენტური ფილმი უჩვენა. შეხვედრას ძირითადად ახალგაზრდები და ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმი საინფორმაციო ხასიათის იყო და ამერიკის დროშის ისტორიის შექმნის შესახებ მოგვითხრობდა. ჩვენების შემდეგ განხილულ იქნა ფილმში დასმული საკითხები. ახალგაზრდებმა პარალელები გაავლეს ქართული დროშის შექმნის ისტორიასთანაც.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)