17 ივნისს, 10:00-17:00 საათზე, ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათი”, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან და ზუგდიდის მერიასთან თანამშრომლობით ატარებს დასაქმების ფორუმს. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამეგრელოში მოქმედი ორმოცდაათამდე მსხვილი კომპანია ვაკანსიებით.
მისამართი: ზუგდიდი, თამარ მეფის #3, რესტორანი „მონოპოლი"