თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „რა დაადგინა ევროსასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე".
„მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები კიდევ ერთხელ იქნა გამოვლენილი. კერძოდ, ზოგად პრობლემად ისევ რჩება ადგილობრივი სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების სათანადოდ დასაბუთება. საგამოძიებო ორგანოები თავის საქმიანობის განხორციელებისას არ მოქმედებენ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამავდროულად არ ძალუძთ ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებული დარღვევები," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge