თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ტელეკომპანია ,,მაესტროს" უარს სოციალური რეკლამის განთავსებაზე.
„ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს" უარს, ეთერში განათავსოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ტელეკომპანია „მაესტროს" უარის თქმის სავარაუდო მიზეზი - განათავსოს სოციალური ვიდეო რგოლი ეთერში - გახდა შპს „სტუდია მაესტრო"-სა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას"-ს შორის „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები". კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტრომ" კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი იმის გამო განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საია გამოეხმაურა ტელეკომპანიის მიერ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ურთიერთობების შეჩერების ფაქტს და აღნიშნული შეაფასა, როგორც უსაფუძვლო," ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge