en
ge

საჯარო განხილვა

აჭარა. 16 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ 2013 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. შეხვედრის მიზანს აღნიშნული სამმართველოს საქმიანობის გამჭვირვალობა და მასში  მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სამმართველომ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის და დასმული საკითხით დაინტერესებული მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)