en
ge

ბრიფინგი „შშმ პირთა უფლებებისთვის“ მიერ შშმ პირთა დისკრიმინაციის შესახებ

აჭარა. 17 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისთვის" დირექტორმა ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები სისხლის ბანკის დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ მიმართეს „ჰემა 2012"-ს ადმინისტრაციის შენობაზე მოწყობილი პანდუსი სტანდარტთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან კი ოფიციალური წერილი მიიღეს. თამარ ფერცელიძის თქმით, წერილში ეწერა რომ, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სისხლის დონორთა მიღება შესაბამისი პანდუსის მოწყობას არ საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ პოზიციას ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევად აფასებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)