თბილისი. კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება ფარული მოსმენა-მიყურადების რეფორმის საკითხზე მომზადებული კანონპროექტების ინიცირების საკითხს.
„კამპანიისთვის მნიშვნელოვანია დროულად და სრულყოფილად აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 აპრილის გადაწყვეტილება, შესაბამისად, კამპანიის წევრები გასული კვირეების განმავლობაში მუდმივად გამოთქვამდნენ მზადყოფნას დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება გაეწიათ დეპუტატებისთვის, რათა კანონპროექტების დარეგისტრირება გონივრულ ვადებში მომხდარიყო. ამ პირობებში, ჩვენთვის მოულოდნელია ის განცხადება, რაც გუშინ საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების" სახელით გაკეთდა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge