21 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „სურათების ზღვა" ჩვენება და დისკუსია. „სურათების ზღვა" მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა თურქეთის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ლტოლვილი ბიჭის, აილან კურდის ფოტო ლტოლვილთა კრიზისის სიმბოლო. ფილმი ეხება იმ ეთიკურ დილემებს, რაც ახლავს მიგრაციის გაშუქებას და მსგავსი ფოტოების გამოყენებას.
მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის #62