ქვემო ქართლი. დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ბავშვთა უფლებები".
„ტრენინგის დროს ბავშვებმა განიხილეს საკითხები: ბავშვთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებები და მოვალეობები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არასრულწლოვანებისთვის და ა.შ. გაიმართა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის(PITA)" -ს ფარგლებში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში