თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს.
„ორგანიზაცია, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც ახორციელებს მორიგი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს. ამ ეტაპზე, საია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევები ასახული იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ერთიან ანგარიშში,’ ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: gyla.ge