თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
„ამავდროულად, ინიცირებული კანონპროექტის მიღმა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ „საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით." ვთვლით, რომ მსგავსი ხასიათის ზოგადი ჩანაწერი იძლევა ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას და ხელისუფლებას უტოვებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ინტერესების გათვალისწინებით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge