თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს განცხადებას „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით.
„სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედენტო ფაქტია. სასამართლოს ასეთი ქმედება არც ერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია. ამ და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე, დასტურდება ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობის უკან შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე ჩვენი სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge