თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) წარადგინა „სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობაზე.
„EMC-ის მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ზღუდავს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რამდენადაც პერსონალური მონაცემების დაცვას ავტომატურ უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება საზოგადოებაში დისკუსია და აზრთა მიმოცვლა საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე, სასამართლო გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობაზე, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge