თბილისი. 23 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.
„დისკუსია პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების, პრობლემების და შესაძლებლობების ანალიზს გვთავაზობს. მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი თემა ბრიუსელიდან დანახული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივებიც იყო," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge