en
ge

საჯარო დისკუსია თემაზე: წინასაარჩევნო გარემო საქართველოში

აჭარა. 23 ივნისს, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD) ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ: მადონა ბერიძე - სამართლიანი არჩევნები;  მალხაზ ჭკადუა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და გიორგი ხიმშიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მიმდინარე წლის 8 ივნისს, წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა, კონკურენციისათვის თავისუფალი ველის შექმნა და ძალადობის ყოველგვარი ფორმის პრევენცია - ის საკითხებია, რომელთა გადაჭრაშიც გადამწყვეტი როლი აქვს როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. 2016 წელს, მნიშვნელოვანი ამოცანაა არჩევნებმა კი არ შეაფერხოს ქვეყნის განვითარების პროცესი, არამედ წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს. მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული შუალედური არჩევნები ერთგვარ გაკვეთილად შეიძლება განვიხილოთ და წინა გამოცდილებების საფუძველზე გავაანალიზოთ ის გამოწვევები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიის ჯანსაღ გარემოში ჩატარებას. მნიშვნელოვანია წამოვჭრათ საკითხი, ხომ არ უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით ქცევის საერთო ნორმებზე, რითიც დაცული იქნება წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდი და რომელთა დარღვევასაც მყისიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვება ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან.  აღნიშული დისკუსიის საფუძველზე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შორის შედგა დიალოგი ძალადობრივი ინციდენტების პრევენციისა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერები, მაჟორიტარი დეპუტატები,  ადგილობრივი მედიისა და  სამოქალაქო საზოგადოების/ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)