en
ge

ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

აჭარა. 24-26 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა პროექტის - „მართე შენი ქალაქი"-ს ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მორიგი ტრენინგი გამართა.
„ახალგაზრდები ორ დღიანი ტრენინგის ფარგლებში თვითმმართველობისა და ბიუჯეტირების საკითხებს გაეცნენ. სხვადასხვა მოდულების საფუძველზე პრაქტიკულად გაიაზრეს თუ რა უფლებამოსილებები გააჩნია თვითმმართველობას და როგორ ღებულობს მონაწილეობას მოქალაქეები ქალაქის მართვაში. მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებთან დაკავშირებით ტრენინგის მონაწილეებმა გააკეთეს სიტუაციური ამოცანები, რომლის საფუძველზეც უფრო ნათელი გახდა პეტიციის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრების შინაარსობრივი და პრაქტიკული მნიშვნელობა. პროექტი „მართე შენი ქალაქი" ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)