en
ge

ჟენევის დისკუსიებში მონაწილეები არასამთავრობოებს შეხვდნენ

თბილისი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა ჟენევის წინა რაუნდზე მიღწეული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის განახლების შესახებ. თუმცა, იქვე უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მაისში გამართულ პირველივე შეხვედრას არ ესწრებოდა სამუშაო ჯგუფის მონაწილე არცერთი გადაწყვეტილების მიმღები ქალი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ ქალების ჩართულობას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023