en
ge

ომბუდსმენმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასკვნა წარუდგინა

თბილისი. ომბუდსმენმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
„საქმის შესწავლის ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს; შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო, შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა," ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)