თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას" პრეზიდენტი, ეხმიანება „კავკას რეესტრის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ „საქართველოს ბანკი” „კავკას რეესტრზე" აშკარა ზეწოლას ახორციელებს.
„„საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელი მიზანმიმართულად მოქმედებს იმისთვის, რომ მთელი საფინანსო სექტორი, მისი კომპანიის ქვეშ გაერთიანდეს, ეს კი ნათელი მაგალითია უკვე არსებული მონოპოლისტის, კიდევ უფრო გამსხვილებისა, რაზეც, ოფიციალური სტრუქტურები სამწუხაროდ დუმან," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: afba.ge