30 ივნისს, 18:30 საათზე კამპანია „ეს შენ გეხებას" ინიციატივით ფრონტლაინ კლუბში გაიმართება ფილმის „სხვათა ცხოვრების" ჩვენება. იგი ოსკარის მფლობელი გერმანელი რეჟისორის ფლორიან ხენკელ ფონ დონნერსმარკის ფილმია, რომლის მოქმედება ხდება 1984 წელს, აღმოსავლეთ ბერლინში, 5 წლით ადრე ბერლინის კედლის დანგრევიდან.
მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანი 62, ფრონტლაინ კლუბი