სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრმა, მარიამ სალიამ ახალგაზრდებს ჩაუტარა ტრენინგი „გაეროს მოდელირებაზე".
„ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს მოდელირების შესახებ, რა კომპონენტებისგან შედგება, რას მოიცავს თითოეული მათგანი და როგორ ხდება კონკრეტული ქვეყნის პოზიციის განაცხადის შემუშავება და შემდეგ პრეზენტაცია," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში