თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონება და სამეწარმეო საქმიანობა კახეთის მუნიციპალიტეტებში".
„მიუხედავად იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ გამოაქვეყნა კვლევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონებისა და იმ რისკების შესახებ, რაც არადეკლარირებულმა ქონებამ შესაძლოა წარმოქმნას, დეკლარაციების არასრულად შევსების მაგალითები, როგორც კახეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა შემთხვევაშიც ვნახეთ, ისევ სისტემურ პრობლემად რჩება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge